ჩვენ შესახებ
„ინოვატორი’’ არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში გეგმავს განახორციელოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა რეალური შანსი, აღმოაჩინოს საკუთარი სუპერძალა, ირწმუნოს საკუთარი თავის და გახდეს მომავლის შემოქმედი.
„ინოვატორი” ერთი დიდი იდეის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდა ქართველი პროფესიონალების, მკვლევრებისა და პედაგოგების გუნდია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო რწმენა, რომ განათლება ყველაზე მძლავრი იარაღია სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ვქმნით სივრცეს, სადაც სწავლა თავგადასავალია, ხოლო ყველა მოსწავლეს აქვს რეალური და თანაბარი შანსი, იყოს გამარჯვებული.
ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა პირადად გაიარა სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადების გზა. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ გამარჯვების სიხარულიც და ის მწარე რეალობაც, რასაც ხშირად აწყდებოდნენ ქართველი მოსწავლეები. ეს უსამართლობის განცდა წლების განმავლობაში გვიბიძგებდა მოქმედებისკენ. მივხვდით, რომ ცვლილებებს სხვებისგან არ უნდა დავლოდებოდით, ჩვენ თავად უნდა შეგვექმნა ისეთი საგანმანათლებლო გარემო, როგორზეც ვოცნებობდით. ასე „დაიბადა“ ინოვატორი.
აუცილებლად გაიცანი ჩვენი მეგობარი რობოტიც
ვინ არის „ინოვატორის” რობოტი?
ჩვენი რობოტი არის ცოდნის, ტექნოლოგიისა და მომავლის სიმბოლო! ის არის თითოეული პატარა მონაწილის მეგობარი, რომელიც:
ამხნევებს ბავშვებს ტესტირების დაწყებამდე;
მარტივად უხსნის ოლიმპიადის წესებს;
ახსენებს მათ, რომ შეცდომა გამოცდილებაა, ხოლო მთავარი სუპერძალა - სწავლა და განვითარებაა!
მზად ხარ გახდე ინოვატორი?
შემოუერთდი ათასობით მოსწავლეს მთელი საქართველოდან, გამოსცადე შენი შესაძლებლობები და გადადგი პირველი ნაბიჯი დიდი წარმატებისკენ!
ჩვენი მისია
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაღვივება, თვითრწმენის განმტკიცება და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
ჩვენი ხედვა
შევქმნათ ქვეყნის ყველაზე სანდო ციფრული საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც აღზრდის 21-ე საუკუნის თავდაჯერებულ, კრიტიკულად მოაზროვნე და ტექნოლოგიურად განვითარებულ თაობას, მომავლის ინოვატორებს.
გამარჯვებულთა წახალისება
პროგრესის დაფასების პარალელურად, არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიგვაჩნია წავახალისოთ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ინოვატორი მონაწილეები.