რა არის თამშით სწავლა და რა როლი აქვს თამაშს დაწყებით საფეხურზე?
კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ თამაშით სწავლა არის მიდგომა, რომელიც ბავშვს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ექსპერიმენტირების, შეცდომების გამოსწორებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს.
თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევები გვიჩვენებს, რომ თამაში და სწავლა ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ სწორად შერწყმის შემთხვევაში ერთმანეთს აძლიერებს. 2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევების სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მართული თამაში გარკვეულ სასწავლო სფეროებში, მათ შორის ადრეული მათემატიკური უნარებისა და გეომეტრიული ფორმების ცოდნის მხრივ, პირდაპირ სწავლებაზე უკეთეს შედეგებთან იყო დაკავშირებული. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ანგარიშიც ხაზს უსვამს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თამაშის დროს ბავშვი მხოლოდ პასუხის დამახსოვრებით არ შემოიფარგლება, მას შეუძლია შეცდომა უსაფრთხო გარემოში დაუშვას, შესაბამისად, შეცდომა გამოასწოროს და ნასწავლი ახალ სიტუაციაში გამოიყენოს. როდესაც აქტივობას მკაფიო სასწავლო მიზანიც აქვს, თამაში ცოდნის მიღების მნიშვნელოვან საშუალებად იქცევა.
რა თქმა უნდა, ყველა თამაში ერთნაირად ეფექტიანი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმას, რას სწავლობს ბავშვი, რამდენად აქტიურად არის ჩართული და ეხმარება თუ არა აქტივობა მას მიღებული გამოცდილების გააზრებაში.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება inovatori.edu.ge-ის „რობო-ფრენა“, სადაც ბავშვი რობოსთან ერთად დაფრინავს, ღრუბლებს არიდებს თავს, აგროვებს ნათურებს და სწორი პასუხის კარიბჭეში გაფრენას ცდილობს. თამაშის კითხვები მათემატიკას, ქართულ ენასა და ინგლისურს უკავშირდება.
აქ სასწავლო მასალა მხოლოდ წასაკითხი ან დასამახსოვრებელი ინფორმაცია აღარ არის ის კარიბჭეში გასასვლელი გასაღები და ქულების გაორმაგების საშუალებაა. ბავშვს ერთდროულად უწევს მოქმედება, ყურადღების შენარჩუნება და კითხვებზე პასუხის გაცემა, შედეგად კი ამყარებს და აუმჯობესებს პირად რეკორდს, ასევე დაგროვებული ქულებით ეძლევა შესაძლებლობა გახსნას ახალი კოსტიუმები რობოსთვის.
რა თქმა უნდა, „რობო-ფრენა“ არ ცვლის სახელმძღვანელოს, მასწავლებელს ან სისტემურ მეცადინეობას. მისი ღირებულება იმაშია, რომ ცოდნის გახსენებისა და გამოყენების უფრო ინტერაქტიულ ფორმას სთავაზობს ბავშვს და ეხმარება გართობისთვის გამოყოფილი დრო საკუთარი უნარების გაუმჯობესებასაც მოახმაროს.
როდესაც სწავლას თამაშის ელემენტებს ვუმატებთ, მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ბავშვმა მეტი დრო გაატაროს ეკრანთან ან დავალება უფრო სწრაფად შეასრულოს. მიზანია, მას გაუჩნდეს ცნობისმოყვარეობა და სურვილი, რომ სცადოს და ისწავლოს.
რადგან ზოგჯერ ახალი ცოდნისკენ პირველი ნაბიჯი შეიძლება არა მორიგი სავარჯიშო, არამედ რომელიმე საინტერესო თამაში გახდეს.
🎮 სცადეთ „რობო-ფრენა“: inovatori.edu.ge/games/robo-flight